17 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
"წარმოუდგენელია და დაუშვებელია," - მამა გიორგი ზვიადაძე პატრიარქის გადადგომაზე თეოლოგების მოსაზრებას აფასებს

"ტყუილია და არ შეიძლება ასეთი ინფორმაციის გავრცელება," - ეს განცხადება პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ თეოლოგების ნაწილის პროგნოზთან დაკავშირებით გააკეთა. 

თეოლოგების ნაწილის პროგნოზი, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ზეწოლის შედეგად გადადგება, რადგან ეს მეუფე შიოს პატრიარქად კურთხევის ერთადერთი გზაა, ჯერჯერობით არ გამართლებულა. 

ამ საკითხთან დაკავშირებით, მეუფეების ნაწილი კომენტარს საერთოდ არ აკეთებს. პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე კი, ამ ვარაუდს, აბსურდს უწოდებს.

„ტყუილია და არ შეიძლება ასეთი ინფორმაციის გავრცელება. საქართველოს პატრიარქს აქვს უდიდესი დამსახურება, არა მარტო საქართველოს ეკლესიის, არამედ მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე და ამ პიროვნებას აქვს უდიდესი ავტორიტეტი მთელ მსოფლიოში. აბსოლუტურად წარმოუდგენელია და დაუშვებელია ასეთი ყოველგვარ საეკლესიო კანონმდებლობას, ყოველგვარ კანონიკურ ნორმებს მოკლებული განცხადებები, რომ ვინმეს შეიძლება უპირებდეს პატრიარქს გადაყენებას. ეს არის წარმოუდგენელი. ამაზე კითხვასაც როცა სვამთ, კითხვის დასმაც კი არ შეიძლება,“ - განაცხადა პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ.

 

 

დღის ამბები