იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს იუსტიციის სკოლისთვის შესარჩევ იმ კანდიდატებს გაესაუბრება, რომლებიც მომავალში მოსამართლეებად უნდა დაინიშნონ.
საბჭოს არამოსამართლე წევრები გასაუბრების პროცესის ხარვეზებზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ სისტემა რეფორმას საჭიროებს. გასაუბრება დღეს დახურულ რეჟიმში გაიმართება. საბჭოს 122 კანდიდატმა მიმართა. იუსტიციის სკოლაში სულ 20 ვაკანტური ადგილია.
„ერთი წელი მათ უნდა ისწავლონ სკოლაში, თუმცა არ ვიცით, დაინიშნებიან თუ არა მოსამართლეებად. ბევრჯერ ითქვა, რომ ამ სისტემას სჭირდება რეფორმა,.
გასაუბრება ისეთი უნდა იყოს, რომ არ მიეცეს ერთ მოსამართლეს გასაუბრების მონოპოლიზაციის საშუალება“-ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.