19 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
სკანდალური აუდიოჩანაწერის ფიგურანტი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა

სკანდალური აუდიოჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან - დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც ჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტია, მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.

ჯაფარიძე საგამოძიებო უწყების შენობაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა, თუმცა, შესვლისას მედიასთან კომენტარი აღარ გააკეთა.

მან დღეს "რუსთავი 2"-თან მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა მირზა სუბელიანთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიზიტი.

ჯაფარიძე ამბობს, რომ მირზა სუბელიანი ნამდვილად ასახელებდა ფაქტებს, რომელიც წესით უნდა გამხდარიყო გამოძიების დაწყების მიზეზი და რასაც უნდა მოჰყოლოდა პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებაც.

ჯაფარიძის თქმით, ის სუბელიანს საპატიმროში მას შემდეგ შეხვდა, რაც შეხვედრის თხოვნით პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა თავად მიმართა.  

აუდიოჩანაწერში, რომელიც გუშინ P.S.-ში გავიდა, ისმის, რომ სუბელიანი სთხოვს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას და თან აბარებს, რა უნდა უთხრას დეპუტატმა გახარიას.

სუბელიანი ვიქტორ ჯაფარიძეს ხორავას ქუჩის საქმის გარდა, სხვა გახმაურებული საქმეების შესახებაც უყვება და ამბობს, რომ ხელისუფლებას ამ საქმეების „მოგვარებაში“ ეხმარებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები