17 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი მედიასაშუალებების დასჯის ინიცაიტივით გამოდის და მინიშნებას "რუსთავი 2"-ზე აკეთებს

სალომე ზურაბიშვილი მედიასაშუალებების დასჯის ინიცაიტივით გამოდის და მინიშნებას "რუსთავი 2"-ზე აკეთებს. უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ მედია არ უნდა ტირაჟირებდეს უხამსობასა და სიძულვილის ენას. საუბარია სკანდალურ ჩანაწერებზე, რომელიც გუშინ "რუსთავი 2"-მა გაასაჯაროვა და რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანის ხმა ისმის.

„როცა საინფორმაციო სივრციდან მოდის ტყუილი, მოდის ბინძური  ენა, როგორც გუშინ საღამოს მოვისმინეთ. მოდის გაუგებარი  სიძულვილი და სიძულვილის ენა ძალიან ბევრ ქვეყანაში ისჯება, როცა მოდის მედიასაშუალებებიდან. იმიტომ, რომ ეს არის შუღლის დათესვა. ეს არის იმ ქვეყნის დახლეჩვა და ძალიან საშიში და დიდი საფრთხის მომცველი. როცა იმუქრება ერთ-ერთი  ტელეარხის გენერალური დირექტორი და ისეთ სიტყვებს ხმარობს, რომელსაც აქ ვერ გავიმეორებ, მაგრამ როდესაც იმუქრება არა მხოლოდ მე პირადად მაგრამ ყველა თქვენ, ყველა ჩვენ მხარდამჭერებს, რომ ასე მოგექცევით ეს არის პირდაპირ სიძულვილის ენა, რომელიც საზოგადოებისთვის არის მიუღებელი,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

განცხადება „ქართული ოცნების“ რჩეულმა კანდიდატმა დუშეთში გააკეთა, სადაც ის ამომრჩეველს შეხვდა. 

დღის ამბები