17 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
"განვიხილავთ ევროკავშირთან საგზაო რუკას"-დავით ზალკალიანი ლუქსემბურგში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მონაწილეობს

ლუქსემბურგში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი მიმდინარეობს. შეხვედრას პროგრამის მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან. მათ შორისაა დავით ზალკალიანიც. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ქართული მხარე ევროკავშირთან აქტიურად განიხილავს საგზაო რუკას, რომელიც საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანებაში დაეხმარება.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უფრო ღრმად წავიდეთ კიდევ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და ამისთვის გვაქვს ძალიან ამბიციური  გეგმები. მოგეხსენებათ, რომ ამჟამად ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირთან საგზაო რუკას, რომელიც ამზადებს საქართველოს საბოლოო მიზნისთვის და საბოლოო მიზანი არის სრულფასოვანი გაწევრიანება ევროკავშირში,“-განაცხადა დავით ზალკანიანმა. 

დღის ამბები