17 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
პანკისის ხეობაში წითელ ნუსხაში შეყვანილ არჩვზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა

 პანკისის ხეობაში, არჩვზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

პასუხისგებაში მიცემული პირები კი სატყეო სააგენტოს თანამშრომლები აღმოჩნდნენ.

არჩვი წითელ ნუსხაში შეყვანილი სახეობაა და მისი მოკვლის შემთხვევაში, გარემოსათვის მიყენებული ზიანი 30 000 ლარით განისაზღვრება.

 

„გარემოსდაცვითი და ზედამხედველობის დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიების შედეგად, პანკისის ხეობაში გამოვლენილ იქნა ბრაკონიერობის ფაქტი, კერძოდ მოქალაქეების მიერ უკანონოდ მოკლული იქნა არჩვი. გარემოზე მიყენებული ზიანი შეადგენს 30 000 ლარს, ვინაიდან არჩვი დაცულია წითელი ნუსხით. აღნიშნულთან დაკავშირებით მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროში.“ - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მუკნიაშვილმა.

დღის ამბები