17 ნოემბერი 2024,   10:19
ვრცლად
იტალიაში, ფიუმიჩნოს აეროპორტში საქართველოს 13 მოქალაქე დააკავეს 

საქართველოს 13 მოქალაქე უკვე მეორე დღეა იტალიაში, ფიუმიჩნოს აეროპორტში არიან დაკავებულები.

მათ საზღვარი ვერ გადაკვეთეს, მას შემდეგ რაც მესაზღვრეებმა საბუთები შეუმოწმეს და დაადგინეს, რომ დოკუმენტაცია წესრიგში არ ჰქონდათ.

საქართველოს მოქალაქეები დახმარებას საკონსულოსგან ითხოვენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, საქართველოს საკონსულო დაუყოვნებლივ დაუკავშირდა იტალიის პოლიციის სასაზღვრო სამსახურს, სადაც დაადასტურეს, რომ საქართველოს ათ მოქალაქეს არ გააჩნდა საზღვრის კვეთისთვის სავალდებულო რეკვიზიტები, შესაბამისად ისინი განათავსეს სადეპორტაციო სივრცეში, სადაც უზრუნველყოფილია ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები.

მოქალაქეები საქართველოში 18 ოქტომბერს ვიზიარის რეისით დაბრუნდებიან.

დღის ამბები