17 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
„ეს არ არის პარტიული არჩევნები, ეს ერთი ინსტიტუციის არჩევაა, რომელმაც უარი უნდა უთხრას ბანდიტურ, რუსული ტიპის კორუფციის მართვას" - თაკო ჩარკვიანი

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გააკეთონ სწორი არჩევანი და 28 ოქტომბერს მხარი დაუჭირონ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს.

მისი თქმით, არასწორია საუბარი იმაზე, რომ 28 ოქტომბერს ხალხი ირჩევს რომელიმე პარტიის წარმომადგენელს. თაკო ჩარკვიანის განმარტებით, მოქალაქეებმა არჩევანი უნდა გააკეთონ ერთ ინსტიტუციაზე, რომელიც ქვეყანას რუსეთის მმართველობისგან დაიცავს.

„ეს არ არის პარტიული არჩევნები, ეს არის ერთი ინსტიტუციის არჩევა, რომელმაც უნდა შეარყიოს ძალიან ჭუჭყიანი სამართლებრივი სისტემა და უარი უთხრას საქართველოში  ბანდიტურ, რუსული ტიპის კორუფციის მართვას,“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისი განცხადებით ის თავადაც ფიქრობდა, რომ ქვეყნის სათავეში მოვიდა ქველმოქმედი, თუმცა გაირკვა, რომ საქართველოს მართავს ფეოდალი. 

ეს განცხადება თაკო ჩარკვიანმა ქუთაისში გააკეთა, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია-ს" საპრეზიდენტო კანდიდატი ამომრჩეველს ხვდება. 

დღის ამბები