"სიტუაცია არის კატასტროფული და ახლა უნდა ვიფიქროთ გამოსავალზე," - ამის შესახებ განცხადება გადაცემა არჩევანში არმაზ ახვლედიანმა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ მოქალაქეებმა 28 ოქტომბერს გააკეთოს გააზრებული არჩევანი და მხარი არ დაუჭიროს ოცნების კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.
რაც შეეხება ჩანაწერებს, რომელიც დღეს პროკურატურამ გაავრცელა, არმაზ ახვლედიანი მას "ტრაგიკომედიურს" უწოდებს და აცხადებს, რომ "ამ ჩანაწერების მიღმა არის საქართველო, რომელიც ხელისუფლების უნიათობის გამო, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია".
„ეს ხალხი ხელისუფლებაში არის პირდაპირი დანაშაული და დანაშაულია ხალხის მოთმინებაც,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება უნიჭოდ დგამს სპექტაკლებს და ის უნდა წავიდეს.