გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას წევრი, მურმან დუმბაძე, გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებს გადაცემა არჩევანში ეხმაურება.
ქართული ოცნების ყოფილი წევრი აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა და იმის შესახებ, თუ რას მოიმოქმედებდა ხელისუფლება, მან უკვე არჩევნების მეორე დღეს იცოდა.
მან მაგალითისთვის გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი იყო.
მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ მას გარკვეულ მოვლენასთან დაკავშირებით მთავრობის კონკრეტული პირის არასწორ ქმედებაზე ივანიშვილთან ჰქონდა საუბარი. მისი თქმით, მაშინდელ პრემიერს მისი ტონი არ მოეწონა და მას ივანიშვილს დაემუქრა, რომ ფრთხილად ყოფილიყო, რომ ქუჩაში არაფერი მოსვლოდა.
„დამირეკა და მითხრა, ფრთხილად იყავი, ქუჩაში არაფერი მოგივიდესო,“ - განაცხადა მურმან დუმბაძემ.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მას დაეძაბა ურთიერთობა ივანიშვილთან, მას ხშირად უთვალთვალებდა სუს-ი. მურმან დუმბაძის თქმით, ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ის დეპუტატი იყო.
მისივე თქმით, ამ სტილის მმართველობა ქვეყანაში არ დასრულებულა.
"რატომ გიკვირთ, რომ არსებობს ფარცხალაძის სარდაფები," - განაცხადა მურმან დუმბაძემ.