არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ტელეკომპანია “იბერიამ” საინფორმაციო გამოშვებები და პოლიტიკური გადაცემები შეაჩერა.
უკვე მეორე დღეა არხი მხოლოდ ნაწილობრივ მაუწყებლობს. მიზეზი ფინანსური კრიზისია.
“იბერიის” დამფუძნებლის შეფასებით ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია.
ნატო ჩხეიძის თქმით “ომეგა ჯგუფისთვის” ხელოვნურად შექმნილი ფინანსური პრობლემები საბოლოოდ ტელევიზიაზეც აისახა. როდის განახლდება ტელეკომპანია “იბერიის” სრული მაუწყებლობა ჯერ უცნობია.
“აპირებს „იბერია“ და „ომეგა ჯგუფი“ იმის მხილებას თუ რა განზრახვა ჰქონდათ. დარწმუნებული ვარ "იბერია" ისევ იქნება და იქნება ისევ ისეთი, როგორიც უნდა იყოს ამას უნდა დრო“-ამბობს ნატო ჩხეიძე.