17 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
მოქალაქეს, რომელიც თურქ მებაჟეებს უხეშ მოპყრობასა და საზღვრის კვეთის უსაფუძვლო შეზღუდვაში ადანაშაულებს, თურქეთის გენერალურ საკონსულოში შეხვდებიან

მოქალაქეს, რომელიც თურქ მებაჟეებს უხეშ მოპყრობასა და საზღვრის კვეთის უსაფუძვლო შეზღუდვაში ადანაშაულებს, თურქეთის გენერალურ საკონსულოში შეხვდებიან და მისგან დეტალურ ინფორმაციას მოისმენენ. ბათუმელი ნათია შავაძე, რომელიც სარფის გავლით თურქეთში გადასვლას ცდილობდა, ამბობს, რომ თურქმა მებაჟემ მას პასპორტში გაურკვეველი მოტივით საზღვრის კვეთის ამკრძალავი ბეჭედი დაუსვა და მას ფიზიკურადაც შეეხნენ. მოქალაქე იძულებული გახდა, უკან გამობრუნებულიყო. ნათია შავაძის თქმით, მას პირადად დაურეკა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და შესაბამისი რეაგირების პირობა მისცა. შავაძე მებაჟეებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ბოლო პერიოდში თურქი მებაჟეების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე ინფორმაცია რამდენიმე მოქალაქემ გაავრცელა.

დღის ამბები