ქალთა უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.
ისინი სოფელ ლამბალოში 17 წლის გოგოს გატაცებას აპროტესტებდნენ და სამართალდამცველების მხრიდან დროულ და შესაბამის რეაგირებას ითხოვდნენ.
ისინი მოუწოდებენ შინაგან საქმეთა მინისტრს პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე და კანონის შესაბამისად დაისაჯონ დამნაშავეები.
შემთხვევა კახეთის სოფელ ლომბალოში ხუთი დღის წინ მოხდა.
არასრულწლოვანი საკუთარი სახლიდან ძალის გამოყენებით გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დასადგენად.
„არასოდეს არავინ დასჯილა გოგოს მოტაცებად, უფორმებენ ადმინისტრაციულ ჯარიმას და რომ იკითხოთ აზერბაიჯანულ თემში გეტყვიან რომ, ცოლის მოყვანა ღირს 5000 ლარი და რომ ეს დანაშაული არ არის“-ამბობს ”ქალთა მოძრაობის” დამფუძნებელი ბაია პატარაია.