საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატთა მოხსნის ვადა ამოიწურა. ამ დროის მონაცემებით კენჭს 25 კანდიდატი იყრის. მათგან 19 პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა, 6 კი საინიციატივო ჯგუფებმა.
პრეზიდენტობის კანდიდატთა მოხსნის გარდა, ასევე ამოიწურა სიებში ცვლილებების შეტანის ვადაც.
"იმ შემთხვევაში თუკი კამპანიის დარღვევასთან დაკავშირებით იქნება შემოსული საჩივარი, ცესკო შეისწავლის ფაქტებს და ექნება შესაბამისი რეაგირება,"-განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ.