ავიაკომპანია - "ჯორჯიან ეარვეისი" 25 წლისაა. საიუბილეო ღონისძიებაზე კომპანიის წარმომადგენელმა, ავიაკომპანიის 25-წლიანი საქმიანობა მოწვეულ სტუმრებთან ერთად შეაჯამა.
„ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორის თქმით, მათი ავიაკომპანია ცნობილი და უსაფრთხო ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს განვითარების ახალ ეტაპებს და სიახლეებს სთავაზობს.
„ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანიო იუბილეა, იმიტომ რომ განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალიან ცოტაა ავიაკომპანია, რომელიც 25 წელია ოპერირებს,“-განაცხადა გიორგი დავითაშვილმა.
საზეიმო საღამოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები ესწრებოდნენ.