17 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა. ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატმა, მათთან წინასაარჩევნო გამოსვლები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მას შეკითხვები საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებსა და დემოკრატიის განვითარებისთვის სამოქალაქო საზოგადოების როლზეც დაუსვეს.

"ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო საშუალება, რომ წარმედგინა ჩემი პროგრამა იმიტომ, რომ მე არ მიყვარს პრეზიდენტისთვის პროგრამა სიტყვის გამოყენება რადგან ეს უფრო სამთავრობო სიტყვა არის. მაგრამ პრეზიდენტის ხედვა სხვადასხვა საკითხებზე  პრიორიტეტები, რომელიც თქვენ კარგად იცი იმიტომ, რომ  მისმენდით იმედი მაქვს ჩემს გამოსვლებში და ეს იყო შემაჯამებელი იმ გამოსვლების რაც მე ჩავატარე რეგიონებში და რაც თითქმის დასრულდა,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.   

დღის ამბები