17 ნოემბერი 2024,   09:56
ვრცლად
"ეს სერიოზული საქმეა და სერიოზულ დონეზეა მიღებული გადაწყვეტილება" - პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ჩანაწერი პატარკაციშვილის საქმეზე

ბადრი პატარკაციშილის საქმის მთავარ მტკიცებულებად პროკურატურამ დღეს ორი ფარული ჩანაწერი წარადგინა.

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია კუდ-ს უნდა განეხორციელებინა.

ჩანაწერები 2007 წლის თებერვლით თარიღდება. ერთი მათგანი კუდ-ის მაღალჩინოსნების პატარკაციშვილის დაცვის წევრთან საუბარს ასახავს, რომლითაც პროკურატურა ამტკიცებს, რომ კუდ-ის მაღალჩინოსნები დაცვის გადაბირებას ცდილობენ.

„გიორგი დგებუაძე: ხო ბადრისთან დაკავშირებით რა, მაგრამ ჩასატარებელია. მე ერთ რამეს გირჩევ, შანსი არ გაუშვა რა, ჩათვალე, რო აი ეს საქმე მაინც გაკეთდება რა. ასე იქნება თუ ისე იქნება, გაკეთდება. ჩათვალე მომავალს იწყობ, მაგის პირობას, ას პროცენტიან გარანტიას გაძლევ ერთხელ და საბოლოოდ იქნები კაცი. შენგან არაფერი არ იქნება ბევრი საჭირო რა, ელემენტარული ინფორმაცია, რაც ხდება შიგნით, მეტი არაფერი. ეხლა შენ თუ ვთქვათ, სახლთან ახლოს ხარ ხო? მე მაინტერესებს, აი მე რაც ვიცი გითხარი. „პოვრები“ მაგისი, განლაგება დაცვის, კამერები, სათვალთვალო, სად აყენია. ყველაფერი კაროჩე და შესვლა როგორ შეიძლება შიგნით რა. აი ეს ყველაფერი რა, იმაში, ოქროყანაში ოღონდ, დეტალურად რა ეს ყველაფერი, აი შენ რომ მოინდომო, შეხვიდე, როგორ შეხვალ შიგნით.

დაცვის თანამშრომელი: რომ „გასკდეს“?

დგებუაძე: რა საქმე უნდა გასკდეს ბიჭო? სახელმწიფო ვართ ჩვენ, ჩვენა ვინ ვართ? ვინ ჩემი ყ... ბადრი ბიჭო, მაგის დედას შ... მე ტო, სახელმწიფო ვინ არი? ჩვენ ვართ - შს სამინისტრო, გენ პროკურატურა, პრეზიდენტი, ხელისუფლება. ჩვენ ვართ და ჩვენ ვწყვეტთ ეხლა და იმას და იმისგან კი არ გელაპარაკები ტო, ვიღაცისგან... ეს სერიოზული საქმეა და სერიოზულ დონეზეა მიღებული გადაწყვეტილება. ამიტომ, ეგ გადაწყვეტილება შესრულდება როცა იქნება,”- ისმის ჩანაწერებში.

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, აღნიშნული ჩანაწერები მათ 2016 წელს მოიპოვეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები