17 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების მოთხოვნა ჟურნალისტების უფლებების დაცვა იყო - არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "იბერიას" დახურვაზე საუბრობს

ტელეკომპანია "იბერიას" საინფორმაციო სამსახურის დახურვას კიდევ ერთი არასამთავრობო, კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის" ეხმაურება.

ორგანიზაციის წარმომადგენელები მოუწოდებენ, მხარეებს, დაიცვან ჟურნალისტების უფლებები, რადგან ფიქრობენ, რომ ომეგა ჯგუფსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირების შედეგად ყველაზე მეტად სწორედ ტელევიზიის თანამშრომლები დაზარალდნენ.

"ეს იყო მთავარი მოთხოვნა ჩვენი  კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების, რომ პირველ რიგში ჟურნალისტების უფლებები ყოფილიყო დაცული. ეს ფაქტი ნამდვილად მიუღებელია და ვგმობთ ამ საკითხს”- ამბობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.

 

დღის ამბები