25 მაისს ნორიოს ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი სერგო ჯიმშერაშვილის საქმეზე EMC გამოძიების პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობს.
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში განმარტავენ, რომ პოლიციელმა, რომელმაც ჯიმშერაშილის საკითხზე პირველადი ინფორმაცია მიიღო, მოგვიანებით მცდარი ინფორმაცია გაავრცელა.
ორგანიზაციაში ეჭვობენ, რომ პოლიციელი საკუთარი გადაწყვეტილებით არ მოქმედებდა და მაღალი თანამდებობის პირების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ჯიმშერაშვილის ძმისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასაც ითხოვს.