17 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
"ენმ-ის სურვილია, რომ სწორედ წინასაარჩევნოდ სიტუაციის დესტაბილიზაცია მოხდეს" - დავით მათიკაშვილი მორიგ ჩანაწერებს ეხმაურება

ციხის საკნის ახალი ფარული ჩანაწერები დილიდან უკვე გახდა პოლიტიკური განხილვის მთავარი თემა. იწერდნენ თუ არა "ქართლი ოცნების" მაღალჩინოსნების საუბრებს მათი თანაგუნდელები სპეცსამსახურებიდან, ამ ჩანაწერებით მათ აშანტაჟებდნენ, შემდეგ იღებდნენ პოლიტიკურ მორჩილებას? - ეს არის მთავრი კითხვები, რომელსაც ოპოზიცია სვამს. პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ მირზა სუბელიანის და "ქართული ოცნების" დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის საუბრით, სისტემური პრობლემების და "ქართული ოცნების" ხელისუფლების მართვის ლუსტრაცია მოხდა.

მმართველი გუნდი კვლავ იმეორებს იმას, რომ მირზა სუბელიანი არის გაბრაზებული ადამიანი და მისი პოზიციაც სწორედ გაბრაზებული კაცის რეაქციაა. დავით მათიკაშვილი კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" პასუხისმგებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ჩანაწერებით, წინასაარჩევნოდ სწორედ ამ პარტიას სურს მოახდინოს დესტაბილიზაცია.

„ამ ჩანაწერებზე საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ეს გამოძიება არ არის შემოფარგლული მხოლოდ ერთი ჩანაწერით. აბსოლუტურად ყველაფერზე თუ კი რაიმე კითხვის ნიშანი შეიძლება არსებობდეს, პასუხი უნდა იყოს გაცემული. ამავდროულად არის ძალიან მნიშვნელოვანი მეორე საკითხი, ის რაც საზოგადოებამ ასევე კარგად უნდა დაინახოს, თუნდაც იმ ჩანაწერებიდან. ის ტემპი ასე ვთქვათ, ის სურვილი „ნაციონალური მოძრაობის,“ რომ სწორედ წინასაარჩევნოდ სიტუაციის დესტაბილიზაცია მოხდეს,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, ეს ჩანაწერები, რომელიც პერმანენტულად ვრცელდება პოლიტიკური კრიზისის გარდა, გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები