17 ნოემბერი 2024,   09:20
ვრცლად
"ბრალდებები სერიოზულია და მოითხოვს საფუძვლიან გამოძიებას" - ევროკავშირის ელჩი საქართველოში სკანდალურ ჩანაწერებს ეხმაურება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში "რუსთავი 2"-ის მიერ გასაჯაროებულ ფარულ ჩანაწერებზე სანდო გამოძიებას მოითხოვს. კარლ ჰარცელის თქმით, ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, მოქალაქეებს უკარგავს ნდობას ხელისუფლების მიმართ. 

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და თქვენთვისაც, რომ ჩატარდეს სანდო გამოძიება სხვადასხვა ფარულ ჩანაწერებზე, რომლებიც გავრცელდა. რადგან თუ ეს საკითხი უყურადღებოდ დარჩა, შედეგად მივიღებთ იმას, რომ მოქალაქეები პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიმართ რწმენას დაკარგავენ. ეს არ ნიშნავს დადგე რომელიმე მხარეს და თქვა ეს არის სიმართლე და ეს არასწორი.  ეს არის სხვადასხვა რამის ნაზავი და ქმნის პოლიტიკის მიმართ ნდობის განადგურების რისკს. ეს არის პრობლემა, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ  როგორ მივხედოთ. ბრალდებები  კი რომელიც ისმის სერიოზულია და მოითხოვს საფუძვლიან გამოძიებას,“-განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელიმ

ამავე თემაზე
დღის ამბები