მმართველი გუნდი ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შეწყვეტას ითხოვს. ნუკრი ქანთარიას განცხადებით, მოქალაქეები უყურებენ დაუსრულებელ სერიალს, რომელიც სიტუაციას უფრო მეტად გაურკვეველს ხდის.
„გამოძიება უნდა სწრაფ ტემპში წავიდეს ამის კატეგორიული მომხრე ვარ, მაგრამ სანამ ეს სერიალი არ დასრულდება და რაღაც წერტილი არ დაესმება, რომ მთლიანად მოხდეს რაღაც აღქმა იმან რა თქვა, მართლა ამან რა თქვა, მართლა თქვა, არა თქვა, როგორი არის მართლა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ხან დასცინიან იქ საკანში, ხან არა. ეს ჩანაწერიც ბოლო იყო, თუ რომელი სერიაა დავიბენით, ესეც მოწმობს იმას, რომ უკვე რაღაც აბსურდში გადადის. წავალ იმას, იარაღი არ მინდა ისე მოვკლავ, რატომ იცინით, რა სულელი ხომ არ გგონივართ არის ეს ფრაზები. მაქსიმალურად შეეცადნენ გუშინ რომ ისე მოეწოდებინათ მაგრამ მაინც გაიპარა ისეთი ფრაზები, რომელიც ის ადეკვატურობას ეჭვქვეშ აყენებს,“-განაცახადა ნუკრი ქანთარიამ და აღნიშნა, რომ უფრო მნიშვნელოვანია იმის დადგენა თუ როგორ მოხდა ამ ჩანაწერების ციხიდან გამოტანა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხელისუფლებას ამ ხნის განმავლობაში რა თქმა უნდა ჰქონდა შეცდომები თუმცა საზოგადოება მიეჩვია იმ მდგომარეობას რომ ოპოზიცია ყოველთვის მძიმედ წარმოაჩენს ყველაფერს, რის გამოც თვითონ უხდება რეალობის გარკვევა.
„ჩემი აზრით უნდა დაველოდოთ დასასრულს ამ სერიალების და საზოგადოება თვითონ გამოიტანს დასკვნას,“-განაცხადა რომან კაკულიამ.
ჩანაწერებს წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებს ეკა ბესელიაც. მისი თქმით მთელი მიზანი ამ ფირების გასაჯაროების არის სწორედ ის რომ დაიძაბოს სიტუაცია.
„ეს დაუსრულებელი ფარული ჩანაწერებით ომი, რომელიც მიმაჩნია პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულია და უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების რეალიზება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, ამაზეც რეაგირება უნდა მოხდეს და უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ ეს არის ფსიქოლოგიური შეტევა მოსახლეობაზე,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.