17 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
ინტოქსიკაციის ნიშნებით ქუთაისის ერთ-ერთი სკოლის 7 მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს

ქუთაისის ერთ-ერთი სკოლიდან ბავშვები ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ინტოქსიკაცია გაზის გაჟონვამ ან სასმელმა წყალმა გამოიწვია. ბავშვთა განყოფილებაში ამ დროისთვის შვიდი მოზარდია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„დახვდათ ოთხი ბავშვი თავბრუსხვევით,  მუცლის ტკივილით, ღებინებით. ოთხივე გადმოყვანილი იქნა ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში. ამის შემდეგ ნახევარ საათში ბინიდან იქნა გამოძახება დაფიქსირებული და სამი მოზარდი ასევე ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში იგივე ჩივილებით იქნა გადაყვანილი.  ორ ვერსიას ასახელებენ გაზით ან წყლით, თუმცა ჩვენ ვერ დაგიდასტურებთ ვერც ერთ მათგანს,“-განაცხადა  გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქუთაისის რაიონული სამსახურის მენეჯერმა მაია რუხაძემ.

დღის ამბები