17 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
„სამწუხაროა, რომ ამ კამპანიაში ვერ ვხედავთ იმას, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიონ"-ევროკავშირის ელჩი წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს

სანდო სასამართლო, ძლიერი და დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება, ევროკავშირისთვის ფუნდამენტურ საკითხებად რჩება - ამის შესახებ განცხადება საქართველოში ევროკავშირის ახალმა ელჩმა კარლ ჰარცელმა გააკეთა. მან დღეს მედიის კითხვებს უპასუხა და ქვეყენაში წინასაარჩევნო გარემოც შეაფასა.

„სამწუხაროა, რომ ამ კამპანიაში ვერ ვხედავთ იმას, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი საკონსტიტუციო უფლებებზე და თქვა, რომ შეზღუდულია, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის უზარმაზარი შესაძლებლობა ექნება იმოქმედოს ქვეყნის შიგნით როგორც გამაერთიანებელმა ძალამ და ასევე საერთაშორისო არენაზეც. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კარს ხსნის და ძალიან მნიშვნელოვანია მისი როლი. დებატებში არავინ საუბრობს რამდენად მნიშვნელოვანია ეს ინსტიტუტი რაც ძალიან სამწუხაროა,“-განაცხადა კარლ ჰარცელმა

დღის ამბები