26 დეკემბერი 2024,   14:49
ვრცლად
ბრიტანეთი ბრექსიტის გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივებას არ გამორიცხავს 

ბრიტანეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში ბრექსიტის გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივების საკითხი განიხილოს - ამის შესახებ ტერეზა მეიმ ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე განაცხადა.

ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის მარტში უნდა დატოვოს. გარდამავალი პერიოდი კი 2020 წლის 31 დეკემბერს სრულდება.

ბრექსიტის საკითხი ევროკავშირის ლიდერებმა გუშინ განიხილეს, თუმცა გეგმაზე პროგრესს ვერ მიაღწიეს.

ტერეზა მეიმ წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურებს სიტყვით მიმართა, თუმცა ლიდერთა შეფასებით პრემიერს პრობლემატურ საკითხზე - ირლანდიასთან საზღვარზე ახალი წინადადებები არ შეუთავაზებია.

დღის ამბები