26 დეკემბერი 2024,   14:46
ვრცლად
კალაძესთან ავალთ სახლში, აღარც შევუშვებთ, აღარც გამოვუშვებთ - წყნეთში მცხოვრებთა მტკიცებით, კუთვნილ მიწებს აუქციონზე უყიდიან

აქცია წყნეთში - ადგილობრივები ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ. მოსახლეობა კუთვნილ მიწებს ითხოვს. საუბარია ტერიტორიებზე, რომელიც ადგილობრივების მტკიცებით, მათ 1997 წელს გადაეცათ, თუმცა 2007 წელს მიწები მერიის საკუთრებაში გადავიდა, ახლა კი თბილისის მთავრობა მიწის ნაკვეთებს აუქციონზე ყიდის. მოსახლეობა პასუხს კახა კალაძისგან ითხოვს.

"ვითხოვე შეხვედრა კალაძესთან, ერთ თვეში პასუხი უნდა გაეცათ. ერთი თვეც გავიდა, ორი თვეც გავიდა, პასუხი არ გამცეს, მერე მოვითხოვე რომ მე ავდივარ კალაძესთან სახლთანო, მერე მომწერეს პასუხი, რომ ამ მიწებს ვერ მოგცემთ აუქციონის წესით იყიდება ტუ გინდათ აუქციონზე იყიდეთ. ხელში მიჭირავს პროექტი, რომ ეს მიწები მოსახლეობაზე იყო გამნაწილებელი, მოსახლეობას უყიდიან მიწას"-ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული რეზო ხეჩუაშვილი.

აქციის მონაწილეები მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კახი კალაძის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვით იმუქრებიან.

"ახლა ავალთ იმ კაცთან სახლში და აღარც შევუშვებთ და აღარც გამოვუშვებთ"-ამბობს დაზარალებული იოსებ ელიზბარაშვილი.   

დღის ამბები