26 დეკემბერი 2024,   14:43
ვრცლად
"ხალხის დაზაფვრის და მით უმეტეს არეულობის გეგმა, რაც სავარაუდოდ არსებობდა არავის არ გამოუვა“ - თეა წულუკიანი

ხალხის დაზაფვრის და მით უმეტეს არეულობის გეგმა, რაც სავარაუდოდ, არსებობდა, ეს არავის არ გამოუვა- ეს განცხადება, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა. წულუკიანმა, სამოქალაქო სექტორის ნაწილი და ოპოზიცია შეთქმულებაში დაადანაშაულა.

მინისტრმა მაგალითად უწყებათაშორისო კომისია მოიყვანა, რომელსაც სამოქალაქო სექტორმა და ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა და პროტესტის ნიშნად დატოვა.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ქმედება საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ვითარების დაძაბვას უკავშირდება.

„ძალა ერთობაშია“, კიდევ რამდენიმე ოპოზიციურად პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც უყვართ ბოიკოტი, ეს მათი სტილია, იმიტომ რომ უფრო სერიოზული მუშაობა მათ არ შეუძლიათ, აპირებდნენ მიზანმიმართულად და ერთხმად გარკვეულ თემებზე ერთ ხმაში საუბარს, რომ ვიცით გაყალბდება, რომ ვიცით არეულობა იქნება, რომ ვიცით, რომ სუს-ი ერევა, ვიცით რომ არ იქნება თანაბარი პირობები და რომ ეს ჩვენი კომისიის ფარგლებში ასე ვთქვათ, ამ ნარატივის გამდიდრება და გასაქანი ვერ მიეცა, მათ სხვა ვერ იპოვეს, თუ არა ბოიკოტი. ამიტომაც, ხალხის დაზაფვრის და მით უმეტეს არეულობის გეგმა, რაც სავარაუდოდ, არსებობდა, ეს არავის არ გამოუვა,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.  

დღის ამბები