17 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
იტალიაში, ქალაქ ბა­რი­ში ქართველი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

იტალიაში, ქალაქ ბა­რი­ში ქართველი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. იტალიური მედიის ცნობით, ის გამვლელებმა ზღვაში, სანაპიროს სიახლოვეს შეამჩნიეს, რის შემდეგაც პოლიციას მიმართეს. ადგილზე სამართალდამცველები და სანაპირო დაცვის სამსახური იყო მობილიზებული.

ამ დრომდე უცნობია, რა გახდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი.

წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მომხდართან დაკავშირებით მიმ­დი­ნა­რეობს გამოძიება.

დღის ამბები