17 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსიდან ანა დოლიძის აცილება - საია საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის სახელით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევა.

მას შემდეგ, რაც მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ანა დოლიძის აცილება მოხდა, დოლიძემ სამართლებრივი დავა დაიწყო.

სარჩელის ავტორები იმ კონსტიტუციური ნორმის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი საბჭოს წევრებმა ანა დოლიძის წინააღმდეგ გამოიყენეს.

საია-ს იურისტები განმარტავენ, რომ დოლიძეს, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრს აქვს უფლება, კანდიდატები სხვადასხვა კრიტერიუმების გარდა, კეთილსინდისიერების კუთხითაც შეაფასოს, რაც მოხდა კიდეც ანა დოლიძის შემთხვევაში და რაც მისი აცილების მიზეზად გამოიყენეს.

„ანა დოლიძე 14 მოსამართლის დანიშვნის პროცესიდან იქნა ჩამოცილებული იმის გამო ,რომ გააკეთა განცხადება მოსამართლის თანამდებობაზე არ უნდა ყოფილიყვნენ  დანიშნული ის პირები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ახორციელებდნენ პოლიტიკურ რეპრესიებს.

ამის გამო არ უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება“- ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი გიორგი გოცირიძე.

დღის ამბები