17 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
"ქვეყნის უმაღლესი პირველი პირის მკვლელობა ასევე არ დაექვემდებაროს არანაირ ხანდაზმულობის ვადას" - კონსტანტინე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის ვადის გაუქმებას ითხოვს.

ეს ვადა წლის ბოლოს იწურება, გამსახურდიას ვაჟი კი ამბობს, რომ რადგან საქმე ქვეყნის პრეზიდენტს ეხება, უნდა შეიცვალოს კანონი, რაც საქმეზე 25 წლიანი გამოძიების ხანდაზმულობას მოხსნის. ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც "ქართული ოცნების" რჩეულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში ის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს გამოიძიებს.

„რაც მეტი პოლიტიკოსი გააკეთებს ასეთ განცხადებას, მით უკეთესი. რამდენადაც ზვიად გამსახურდიას საქმე წარმოადგენს მაღალ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ინტერესს.

ჩვენ მოვითხოვთ, შევიდეს ცვლილება კანონში, რომლის მიხედვითაც არამხოლოდ დანაშაული კაცობრიობის წინაშე, არამედ განსაკუთრებულად მძიმე დანაშაული, როგორიც არის ქვეყნის უმაღლესი პირველი პირის მკვლელობა ასევე არ დაექვემდებაროს არანაირ ხანდაზმულობის ვადას,“-ამბობს კონსტანტინე გამსახურდია.

დღის ამბები