17 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
"ვითხოვთ, დავჯდეთ ყველა სასაუბროდ, ქვეყანას აქვს ურთულესი პრობლემები" - შაშიაშვილის მიმართვა საპრეზიდენტო კანდიდატებს 

ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესები შეაფასა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თეიმურაზ შაშიაშვილმა.

მან ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.

შაშიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატებს სთავაზობს ერთად დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები განიხილონ.

"გაბოროტებულ პოლიტიკურ ძალებს ქვეყანაში მომავალი არ აქვს. ვითხოვთ, დავჯდეთ ყველა სასაუბროდ , ქვეყანას აქვს ურთულესი პრობლემები,"-ამბობს შაშიაშვილი. 

დღის ამბები