17 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
მათ შემოგვთავაზეს არა მთავარ, არამედ საქმის პროკურორთან შეხვედრა - საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებულები პროკურატურას პასუხობენ 

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ  შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ დაზარალებულ პირებს მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ შეხვედრა მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს შესთავაზა, თუმცა მათ ამ წინადადებაზე უარი განაცხადეს, დაზარალებულები ეხმაურებიან. 

"რუსთავი2"-თან საუბრისას, ერთ-ერთი დაზარალებული ეთერ კოხტაშვილი ამბობს, რომ უწყების მიერ გავრცელებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან პროკურატურის წარმომადგენელმა აქციის მონაწილეებს არა მთავარ, არამედ საქმის პროკურორთან შეხვედრა შესთავაზა. 

მისივე განცხადებით, დაზარალებულები ითხოვენ შალვა თადუმაძესთან შეხვედრა დაჩქარებულ ვადებში მოხდეს, თუმცა თუ ეს ვერ მოხერხდება, დაზარალებულები მზად არიან პროკურატურის შეთავაზებულ თარიღს დასთანხმდნენ. 

" მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანია საქართველოს დაზარალებულებს შალვა თადუმაძესთან შეხვედრაზე უარი არ უთქვამთ. ეს იყო ჩვენი მთავარი მოთხოვნა. მათ შემოგვთავაზეს საქმის პროკურორთან შეხვედრა, რაზეც არ დავთანხმდით. ჩვენ ვითხოვთ დაჩქარებული წესით, შეგვხვდეს პირადად ბატონი შალვა თადუმაძე და თუ ეს ახლა ვერ მოხერხდება, თანახმა ვართ შეხვედრა შედგეს მათ მიერ შემოთავაზებულ დღეს, 24 ოქტმბერს,"-განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა ეთერ კოხტაშვილმა. 

დღის ამბები