26 დეკემბერი 2024,   21:39
ვრცლად
დღეს მირზა სუბელიანის დაკითხვა იგეგმება - პროკურატურა

დღეს გლდანის ციხეში მირზა სუბელიანის დაკითხვა იგეგმება. ამის შესახებ „რუსთავი 2“-ს პროკურატურაში განუცხადეს.

მირზა სუბელიანთან საქმის გამომძიებელი და პროკურორი შევლენ.

სუბელიანის დაკითხვა იმ ფარულ აუდიოჩანაწერთან  დაკავშირებით იგეგმება, სადაც ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული სუბელიანი, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს და დავით ცუხიშვილს ესაუბრება და ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ამავე საქმის ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ ვიქტორ ჯაფარიძე, დავით ცუხიშვილი და  სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ, რომლის ინფორმაციის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება.

„შეგახსენებთ, რომ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება   მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით,“ - აცხადებენ პროკურატურაში.

დღის ამბები