26 დეკემბერი 2024,   21:39
ვრცლად
ხანძარს ხულოში 18 წლის გოგონა და 72 წლის მამაკაცი ემსხვერპლნენ

ხულოში, სოფელ ჭახაურში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია 18 წლის გოგონა და 72 წლის მამაკაცი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე - მაშველები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილზე მუშაობს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით აღძრა, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები