26 დეკემბერი 2024,   21:36
ვრცლად
„არის მცდელობა, რომ ახლა უკვე ორად გაყოფილმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიტანოს არეულობა" - წულუკიანი

„არის მცდელობა, რომ ახლა უკვე ორად გაყოფილმა „ნაციონალურმა მოძრაობამ,“ ევროპელი გნებავთ დაირქვას, მაგრამ მაინც „ნაციონალურმა მოძრაობამ,“, ორი სხვადასხვა პარტიის სახით, შეიტანოს არეულობა, დესტაბილიზაცია მთელი ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში,“- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მან ოპოზიცია არეულობის დაგეგმვაში დაადანაშაულა.

„ეს გეგმები სხვადასხვა ტიპის არსებობს, სურვილებიც არსებობს, მაგრამ მთავრი არის ის, რომ ამ ეტაპზე ვერაფერი მოახერხეს გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ემოციურად გააღიზიანეს, გამოიწვიეს დაძაბულობის გარკვეული ხარისხი საზოგადოებაში, მაგრამ ვერავითარი დაძაბულობა იმაზე მეტი, რაც უკვე ტელეეკრანებიდან და მათივე განცხადებების წყალობით გამოიწვიეს, ვერ მოხდება,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

დღის ამბები