26 დეკემბერი 2024,   21:37
ვრცლად
ვხედავთ ხელისუფლებას, რომელიც ისევ აშინებს საზოგადოებას არეულობით და შურისძიებით - დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს სამეგრელოში ხვდება. დავით ბაქრაძემ ზუგდიდში მოსახლეობას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ხელისუფლების მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე ესაუბრა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ცვლილებების ერთადერთი გზა არჩევნებია.

„დღეს ვხედავთ ხელისუფლებას, რომელიც ისევ აშინებს საზოგადოებას დაპირისპირებით, რომელიც ისევ აშინებს საზოგადოებას არეულობით და შურისძიებით. უნდა დავუსვათ წერტილი ერთმანეთის შეშინებას, რომ თითქოს, დღევანდელი ჭაობის ალტერნატივა არის არეულობა. ჩვენი ამოცანაა, გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ ჭაობიდან, გამოვიყვანოთ ქვეყანა უკუსვლიდან, იმ ჩიხიდან, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა და ეს ყველაფერი მშვიდობიანად გავაკეთოთ,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები