26 დეკემბერი 2024,   21:47
ვრცლად
მარიხუანა თბილისის სკოლებში - მოსწავლეების მიერ სასწავლო პროცესში კანაფის მოწევას, შსს და მანდატურის სამსახური ადასტურებს

თბილისის სკოლებში მოსწავლეები მარიხუანას მოიხმარენ. მოსწავლეების მიერ მარიხუანას მოხმარების ფაქტს თავად არასრულწლოვნები, პოლიცია და მანდატურის სამსახურიც ადასტურებს.

120-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ მარიხუანას მათი თანასკოლებები ხშირად ეწევიან. მოსწავლეები ამტკიცებენ, რომ კანაფს უფროსკლასელებთან ერთად მცირეწლოვნებიც მოიხმარენ.

მოსწავლეები ამტკიცებენ, რომ სკოლაში მარიხუანას მოხმარების შესახებ პედაგოგებმაც და დირექციამაც იციან, თუმცა ისინი უძლურები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 120-ე საჯარო სკოლაში მარიხუანას მოხმარების ფაქტზე მოკვლევა დაწყებულია. ჩხრეკის შედეგად სკოლის 14 წლის მოსწავლეს მარიხუანა ამოუღეს და საქმეზე უკვე სასამართლო მსჯელობს.

120-ე საჯარო სკოლა ერთადერთი არაა, სადაც ბავშვები კანაფს ეწევიან. რამდენიმე დღის წინ მარიხუანა აღმოუჩინეს 115-ე საჯარო სკოლის მოსწავლესაც. არსებობს ვერსია, რომ მოსწავლეებმა კანაფი გაკვეთილების პროცესის დროს მოწიეს. მე-11 კლასელს მარიხუანა მანდატურმა აღმოუჩინა, რის შემდეგაც მან პოლიციას მიმართა.

სკოლებში ნარკოტიკული თრობისა და კრიმინალის გაზრდის შესახებ საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებში. მათი ინფორმაციით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, მანდატურის სამსახურმა სკოლებიდან 5 ათასამდე აკრძალული ნივთი ამოიღო, მათ შორის, იარაღი, ელექტრო შოკი, ბლაგვი საგნები და სიგარეტი.

სკოლებში მარიხუანას მოხმარების საგანგაშო სტატისტიკას ადასტურებს ხელისუფლებაც. მმართველი პარტიის წევრის, მირიან წიკლაურის მტკიცებით, სკოლებში მარიხუანას მოხმარება საგანგაშო მაჩვენებელს მიუახლოვდა.

სკოლებში მარიხუანის მოხმარების ადასტურებენ მანდატურის სამსახურშიც, თუმცა, ამბობენ, რომ სტატისტიკა გაზრდილი არ არის.  

დღის ამბები