26 დეკემბერი 2024,   21:37
ვრცლად
ლურჯი მოცვის უნიკალური პლანტაცია თითქმის სრულად განადგურებულია

ლურჯი მოცვის უნიკალური პლანტაცია თითქმის სრულად განადგურებულია. საქართველოსთვის დამახასიათებელი იშვიათი კულტურა ბალახმა თითქმის მთლიანად დაფარა, უყურადღებობისგან ლურჯი პლანტაციის ნაწილი გახმა და განადგურდა.

კომპანია „ვანრიკ აგროს“ თანამშრომლები ამბობენ, რომ პლანტაციები მიზანმიმართულად გაანადგურეს. მათი მტკიცებით, მოცვის პლანტაციებში ვითარება მას შემდეგ გართულდა, როდესაც მართვის მენეჯმენტში საპარტნიორო ფონდი შევიდა.

ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოცვის მოსავლიანობა მზარდი იყო და უკვე წელს 120 ტონამდე ლურჯი მოცვის მოკრეფას გეგმავდნენ, თუმცა, საბოლოოდ, შედეგი მხოლოდ 67 ტონა იყო.

მეურნეობის წარმომადგენლები კიდევ ერთ დანაშაულზე საუბრობენ. სანერგე ტერიტორიიდან კომპანია „ვანრიკ აგროს“ საკუთრებაში არსებული ინვენტარი დაიკარგა. ყუთებთან ერთად მეურნეობიდან ათ ტონამდე მოცვის მოიპარეს. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამის მიზეზიც უყურადღებობა იყო.

მიზანმიმართულ დანაშაულზე საუბრობენ კომპანიის უკვე ყოფილი თანამშრომლებიც და აცხადებენ, რომ საპარტნიორო ფონდმა საკუთარი მოვალეობები არ შეასრულა და დასაქმებული პერსონალის სახელფასო დავალიანების გასტუმრება ვერ შეძლო.

კომპანია „აგრიკომის“ ადმინისტრაციამ საპარტნიორო ფონდის წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანა სასამართლოში.

ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ საპარტნიორო ფონდში. მარიხუანის მოშენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კი კომპანიის მოქმედი ადმინისტრაცია სიცრუეს უწოდებს.

ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობა პირველად სოფელ ლაითურში 2012 წელს გაშენდა და სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ამ კულტურის აღორძინებისთვის რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა.

დღის ამბები