მკურნალობის სრული კურსი ქართველი პაციენტებისთვის ევროპული მეთოდით და ავსტრიის წამყვანი ექიმების მონაწილეობით - ვენის ყველაზე ცნობილი კლინიკის წარმომადგენლები, საქართველოში, რამდენიმე მიმართულებით იმუშავებენ და მკურნალობის სრულ კურსს განახორციელებენ.
ექიმები დაავადების დიაგნოსტიკიდან, ქირურგიული ოპერაციების და რეაბილიტაციის ჩათვლით, უახლესი მეთოდებით და ტექნოლოგიებით განახორცილებენ მკურნალობის კურსს.
ქართულ და ავსტრიულ კლინიკებს შორის მემორანდუმი უკვე გაფორმდა და სხვა სფეროებთან ერთად, თანამშრომლობა ონკოლოგიურ დაავადებების მკურნალობასაც მოიცავს.
ავსტრიელი ქირურგები საქართველოში ინტენსიურად ჩამოვლენ, ქართველი ექიმები კი კვალიფიკაციას ვენის ყველაზე ცნობილ - იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკაში აიმაღლებენ.