17 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
ხმაური კვარიათში - დაპირისპირება კერძო იპოთეკით დაზარალებული ოჯახის გამოსახლების მცდელობას მოჰყვა

ხმაური იყო გუშინ ღამით კვარიათში, სადაც კერძო იპოთეკით დაზარალებული ოჯახის გამოსახლება იგეგმებოდა.

ადგილზე სამართალდამცველები და სახლის ახალი მეპატრონის ადვოკატი იმყოფებოდნენ. ოჯახი ამტკიცებს, რომ თაღლითობის მსხვერპლი არიან.

მემიშიშების თქმით, მათ ქონება მოტყუებით ერთ-ერთმა კომპანიამ წაართვა, რომელმაც საცხოვრებელი სამი იპოთეკარის სასარგებლოდ დატვირთა, ვალი არ გადაიხადა და მოგვიანებით აუქციონზე გაყიდა. ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

ოჯახი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება დამნაშავეებს ხელს აფარებს.

„ჩემი ოჯახი არის თაღლითების მსხვერპლი, ვართ ჩვენ დაზარალებული, ვართ მოტყუებული, ჩვენი საქმე დევს, სისხლის სამართლის საქმე უკვე არის აღძრული, მაგრამ პროკურატურა ამ საქმეს რატომღაც არ იძიებს,“ - ამბობს ჯეირან მემიშიში.

დღის ამბები