17 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
"ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი" - რატი მუჯირის წიგნის პრეზენტაცია მწერალთა სახლში გაიმართა

"ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი" - ასე ჰქვია წიგნს, რომლის ავტორიც ჟურნალისტი რატი მუჯირია. წიგნის პრეზენტაცია, რომელზეც ავტორი 9 თვის განმავლობაში მუშაობდა, მწერალთა სახლში გაიმართა.

წიგნი ცხელ წერტილებში მუშაობისას გადახდენილ ამბებზე გვიყვება. ნაწარმოების პერსონაჟები რეალური ადამიანები არიან. ისინი გვიამბობენ, როგორ გადარჩნენ, როგორ დაკარგეს ოჯახის წევრები, იხსენებენ შიშსა და ტერორში გატარებულ მძიმე დღეებს.

„ტექსტი არის იმაზე, თუ რა ხდება კადრებს და ტექსტებს მიღმა, როდესაც ჟურნალისტები მიდიან კონფლიქტების გასაშუქებლად. აქ არის მოყოლილი არა მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად რთულია ეგ სამუშაო და ჟურნალისტების კუთხით დანახული, ასევე აქ საუბარია იმაზე, თუ როგორ ვითარდება მოვლენები, როგორი არიან ადამიანები ომში, როგორ უხარიათ მათ გადარჩენა და როგორი არის ეს ემოციები,“ - ამბობს რატი მუჯირი.

დღის ამბები