17 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
"რაზეა გაბრაზებული შაყულაშვილი სუბელიანზე, ნაცვლიშვილი პეტრეზე, ეს არ არის ხალხის საზრუნავი"-ხოშტარია მორიგ ჩანაწერებს ეხმაურება

„ევროპული საქართველო“ გლდანის ციხის მორიგ სკანდალურ ჩანაწერებს ეხმაურება. ჩანაწერების ამ ეპიზოდში საუბარია ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკლელობაზე. მირზა სუბელიანის საუბრიდან ირკვევა, რომ საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს ფული გადაუხადეს და საქმის ფალსიფიცირებაში თბილისის ყოფილი პროკურორიც მონაწილეობდა. ასევე ამავე ჩანაწერებიდან ცხადი ხდება, რომ მირზა სუბელიანი გაბრაზებულია ქალაქის ყოფილ პროკურორზე მიხეილ შაყულაშვილზე, რომელმაც პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას მისგან განსხვავებული ჩვენება მისცა.

მმართველ გუნდში დღეს აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ, მათ შორის "ქართული ოცნების" ის წევრებიც, რომლებიც კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს,“ ელენე ხოშტარიას განცხადებით, კომისიის მუშაობს დროს, მირზა სუბელიანმა მოიტყუა და ეს თავიდანვე იყო ხაზგასმული, თუმცა რეაგირება სამართალდამცავმა სტრუქტურებმა მაშინ არ მოახდინეს.

„ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო მოხელეები,  მაღალჩინოსნები სამართალთან დაკავშირებულები იცავდნენ კანონს, ერთმანეთზე არიან გაბრაზებულები ერთმანეთთან არიან გარიგებებში. რომ ავიღოთ შაყულაშვილის ეპიზოდი ახლა თავისთავად ცხადია მირზა სუბელიანმა მოატყუა კომისიას. ჩვენ ეს ვთქვით წინასწარ, რომ ეს იყო ტყუილი იმიტომ რომ  გამოჩნდა კომისიაზე. სახელმწიფოს არანაირი რეაგირება არ ჰქონია. თვეების განმავლობაში და მერე აი ესე გასკდა ბუშტივით აი ესეთი ტყუილი. რატომ, რაზეა გაბრაზებული შაყულაშვილი სუბელიანზე, ნაცვლიშვილი  პეტრეზე, პავლეზე, ეს არ არის ხალხის საზრუნავი,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები