17 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
"საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, პროცესებს დასავლეთი ყურადღებით ადევნებს თვალყურს"- სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა

"მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება და პროცესებს დასავლეთი ყურადღებით ადევნებს თვალყურს,"-ეს განცხადება, პოლიტიკური მეცნიერებების ამერიკელმა მკვლევარმა ფრენსის ფუკუიამამ თბილისში შეხვედრების დაწყებისას გააკეთა.

"პოლიტიკური პოპულიზმი საზოგადოებრივი ღირსების მოთხოვნის საპასუხოდ" - ესაა ის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც უკვე ერთი საათია სტენფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენლები თბილისში სასტუმრო რუმსში მსჯელობენ.

დღესვე დაგეგმილია ღამის დებატები, ფრენსის ფუკუიამას წიგნის პრეზენტაციაც, დისკუსიას მოდერაციას დევიდ კრამერი გაუწევს.

„ლიდერთა განვითარების აკადემიის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდა ლიდერებს, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ რეფორმებში და ეფექტურები იყონ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებისას. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ბევრი ინფორმაცია მივიღე წინასაარჩევნო კამპანიებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, მასალა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, გვასწავლის თუ როგორ უნდა მოგვარდეს მსგავსი პრობლემები საქართველოში და როგორ ავირიდოთ ისინი თავიდან მომავალში“-ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა.

საერთაშორისო ღონისძიებებს თბილისში ტრადიციულად ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მასპინძლობს.

დევიდ კრამერი საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. 

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ახალგაზრდა პროფესიონალებმა გააუმჯობესონ ლიდერობისთვის საჭირო ცოდნა, დაეხმარონ ხელისუფლებას მუშაობის გაუმჯობესებაში. რაც შეეხება არჩევნებს, წლევანდელი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოსთვის გადამწყვეტია თუ როგორ წარიმართება აქ პროცესები,"-ამბობს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი დევიდ კრამერი.

დღის ამბები