თბილისში მიწისზედა მეტრო აშენდება - მწვანე პოლიტიკისა და მწვანე ეკონომიკის რეფორმის ფარგლებში დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისში რვა ახალი მეტროსადგური აშენდება.
პროექტი 2019 წლის ბოლოს დაიწყება და ამ პროექტის მიხედვით, სამგორი ლილოს ბაზრობას მიწისზედა მეტროთი დაუკავშირდება.
როგორც დედაქალაქის მერმა პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, სამგორი-ლილოს ბაზრობის მიწისზედა სარკინიგზო ხაზი რვა მეტროსადგურს მოიცავს. სადგურების აშენდება აეროპორტთან და კახეთის გზატკეცილზე.
სამომავლოდ კი იგეგმება თბილისისა და რუსთავის მიწისზედა მეტროთი დაკავშირება.
გარდა ამისა, კახა კალაძის განცხადებით, პროექტი 2021 წლისთვის თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მოეწყობა ავტობუსების მოძრაობის ზოლები.
„2021 წლამდე ქალაქის მასშტაბით ავტობუსის ზოლები, ე.წ. ბასლაინები მოეწყობა იმისთვის, რომ ავტობუსით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული. უკვე გვაქვს სქემები. ჩვენთან ერთად მუშაობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტები და მათი დახმარებით უკვე მთელი ქალაქის მასშტაბით შემუშავებულია კონკრეტული ადგილები, სადაც ავტობუსისთვის სწრაფი გადაადგილების ზოლები უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.