ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - უნივერსიტეტის ქუჩაზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი ავტომობილი ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.