ორი ადამიანი დაიღუპა თურქეთში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად.
უბედური შემთხვევა საკურორტო ქალაქ ბოდრუმის სანაპიროდან, 50 მეტრის დაშორებით მოხდა. მიგრანტები თავდაპირველად მშენებლობაზე მომუშავე მუშებმა შენიშნეს.
ადგილზე სამაშველო ბრიგადის მისვლამდე, მათ ორი ქალი, ორი ბავშვი და ერთი მამაკაცი გადაარჩინეს. საერთო ჯამში კი საავადმყოფოში 17 ადამიანი გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა ორი მათგანის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.