17 ნოემბერი 2024,   09:54
ვრცლად
"გამოძიება უნდა ჩატარდეს საიდან მოხვდა ეს ჩანაწერები „რუსთავი 2“ -ში, ვინ დააშანტაჟეს" - კახა კალაძე ე.წ. "ომეგას" საქმის ახალ ჩანაწერებს ეხმაურება

„ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით „კურიერის“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო ჩანაწერს დედაქალაქის მერი ეხმაურება. კახა კალაძე მოითხოვს გამოძიებამ გაარკვიოს, როგორც ჩანაწერების შინაარსობრივი მხარე, ასევე ის ფაქტი, თუ რა გზით მოიპოვა "რუსთავი 2"-მა აღნიშნული ჩანაწერები.

საუბარია ე.წ. სარდაფის ეპიზოდზე. ჩანაწერები ამჯერად უწყვეტია და ლევან ყიფიანი ინციდენტის დეტალებზე დაწვრილებით საუბრობს.

„თუ ის კონკრეტული ტელეკომპანია, ამ შემთხვევაში რუსთავი 2 აქვეყნებს ჩანაწერებს აქვეყნებს ჩანაწერებს, რომელიც არ ვიცით საიდან არის მოპოვებულია ამაზე გამოძიება უნდა ჩატარდეს. გამოძიება უნდა ჩატარდეს ასევე რა საუბარი არის ჩანაწერებში. გამოძიება უნდა ჩატარდეს აუცილებლად საიდან მოხვდა ეს ჩანაწერები ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ში, ვინ დააშანტაჟეს. და როგორც ინფორმაცია არის და საუბრობენ ამაზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით არის დაშანტაჟებული კონკრეტული ადამიანები და ამაზე გამოძიებაა დაწყებული. ანუ ყველაფერს  უნდა გაეცეს პასუხი. იმ ჩანაწერებში საუბარი რაზეც მიდის, იმაზეც აუცილებლად გამოძიებაა დასაწყები და საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია,“-განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვას - შექმნა თუ არა ჩანაწერებმა პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, დედაქალაქის მერი კითხვითვე პასუხობს.

„თქვენ როგორ ფიქრობთ არის პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში?“,-განაცხადა კახა კალაძემ.

"კურიერს" წყარომ 2 ვიდეო ჩანაწერი მიაწოდა. ორივე მათგანში სპორტის ყოფილი მინისტრი ზაზა ოქუაშვილს და "ომეგას" სხვა მენეჯერებს ესაუბრება.

პირველ ჩანაწერში ლევან ყიფიანი სარდაფის ინციდენტს იხსენებს და დეტალურად ჰყვება, როგორ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება მასსა და ფარცხალაძეს შორის, რომელიც მოგვიანებით უკვე მის მიმართ მუქარითა და ძალადობით დასრულდა. როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, კონფლიქტის გარჩევა თავის თავზე ბიძინა ივანიშვილმა აიღო.

მეორე ჩანაწერიდან კი ირკვევა, რომ ფარცხალაძე-ყიფიანის კონფლიქტის მოგვარებაში ივანიშვილთან ერთად სხვა გავლენიანი პირებიც იყვნენ ჩართული. კერძოდ შერიგების მოლაპარაკებებში უშუალოდ მონაწილეობდნენ მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრია, ასევე დავით მაღრაძე და ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე "ზარალა". 

დღის ამბები