29 სექტემბერი 2024,   13:24
ვრცლად
ცნობილი ტელეწამყვანი სტივ ირვინის ოჯახი ახალ სატელევიზიო შოუს იწყებს

ცნობილი ავსტრალიელი ნატურალისტისა და ტელეწამყვანის, სტივ ირვინის ოჯახი ახალ სატელევიზიო შოუს იწყებს.

გადაცემას ირვინის მეუღლე და ორი შვილი გაუძღვებიან.

შოუ ველურ ბუნებაში მუშაობას, ოჯახის კუთვნილ ზოოპარკში ცხოველებზე ზრუნვასა და სხვადასხვა ქვეყენაში ექსპედიციებს მიეძღვნება.

სტივ ირვინის სატელევიზიო სერიალი "ნიანგებზე მონადირე" მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

ის 2006 წელს, დიდ ბარიერულ რიფთან, მორიგი გადაცემის გადაღების დროს დაიღუპა.

სტივ ირვინის ოჯახის ახალი შოუს დებიუტი "ენიმალ პლანეტის" ეთერში 28 ოქტომბერს შედგება. 

დღის ამბები