17 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა გაზრდა რეგიონებში - ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პროექტი

"დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში"-ამ სახელწოდებით პროექტის პრეზენტაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.

პროექტის მიზანი საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაა. პროექტის მიზანია საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროების გაძლიერდება და გაფართოვდება.

პროექტის განსახორციელებლად ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ნახევარი მილიონი აშშ დოლარი გამოჰყო.

 

დღის ამბები