ინციდენტი 23-ე საჯარო სკოლაში - მოზარდებს შორის ხმამაღალი შელაპარაკების განეიტრალება პოლიციას მოუწია. პედაგოგების თქმით, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და მოზარდები ერთმანეთს მხოლოდ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მოზარდები კი სამართალდამცველებმა გამოკითხეს
„მე კონფლიქტი შევნიშნე მაშინ როდესაც სკოლის ფოიეში განერვიულებული ბავშვი შევამჩნიე და იმ წუთსავე, სკოლაში ვიყავი, შემოვლაზე ვიყავი და ასევე აღელვებული იყო ჩვენი მანდატურის სამსახურის თანამშრომელი და შევეცადე რომ ეს ბავშვი დამემშვიდებინა. პარალელურად, ვინაიდან ვერ გავერკვიეთ სიტუაციაში გამოვიძახეთ საპატრულო ეკიპაჟი. როგორც ბავშვებმა ახსნეს, ეს კონფლიქტი დაიწყო უბრალო შელაპარაკების ნიადაგზე, წაკინკლავება. იმიტომ რომ ბავშვები არიან ერთად გაზრდილები. პირველი კლასიდან არიან მეგობრები,“-განაცხადა სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელი.